კბილების გათეთრება შესაძლებელია 2 მეთოდით:
- ლაზერული გათეთრება – ხდება 1 ვიზიტად, სტომატოლოგის სავარძელში.
- ქიმიური გათეთრება – სჭირდება 5-10 დღე, საჭირებს პროცედურების სახლში ჩატარებას.
კბილების ლაზერული გათეთრება ხდება სტომატოლოგთან ერთ ვიზიტზე. კბილებზე მოთავსებული სპეციალური ჟელე, აქტიურდება ლაზერის სხივით და ათეთრებს კბილებს. გათეთრების ეფექტი ნარჩუნდება 1 წლის მანძილზე. არ აზიანებს მინანქარს და ეფექტურია მუქი ნაცრიფერი და მუქი ყვითელი კბილების გასათეთრებლად.
ქიმიური გათეთრება მიმდინარეობს ექიმის შერჩეული გელით, ინდივიდუალურად დამზადებული კაპის მეშვეობით. ექიმის მიერაა განსაზღვრული გამათეთრებელი საშუალების პროცენტობა, გამოყენების დრო და სიხშირე. საშუალოდ ამ ტიპის გათეთრებას სჭირდება 5-10 დღე. პროცესს შესაძლოა მოყვეს კბილის მგრძნობელობის მატება, რომლის დარეგულირება შესაძლებელია ექიმის მიერ დანიშნული მგრძნობელობის დამაქვეითებელი საშუალებებით.