კბილის დაბჟენა არის კბილის ფორმის და ფუნქციის აღდგენა ხელოვნური მასალით – რასაც ბჟენი ანუ ,,პლომბი“ ჰქვია.
კარიესი ყველაზე ხშირი და გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. კბილის დაბჟენის ( ანუ დაპლომბვის) დროს არსებული დეფექტი მთლიანად აღდგება და კბილს უბრუნდება პირვანდელი ფორმა და ფუნქცია.
კლინიკა ,,დენსი“ იყენებს უმაღლესი ხარისხის ბჟენებს ( ანუ დასაპლომბ მასალას), რომელიც წარმოებულია ა.შ.შ-ს, იაპონიასა და შვეიცარიაში. აღნიშნულ ბჟენებს აქვთ:
- საუკეთესო ფერთა გამა: რაც ანიჭებს კბილს ბუნებრიობას და ინდივიდუალურ ფერს
- ხანგრძლივი მუშაობის გარანტია: რაც გულისხმობს დაბჭენილი კბილით დიდი ხნის მანძილზე ღეჭვის და კბეჩის ფუნქციის შესრულებას