კერამიკული რესტავრაცია არის კბილის ფორმის აღდგენა კერამიკული მასალებით. ზედაპირის ტიპიდან გამომდინარე შეიძლება იყოს გვირგვინის, ვინირის ან ჩანართის სახით (inlay, onlay, overlay). დამზადების მიხედვით განასხვავებენ პრესირებულ და მასების დაშრევებით მიღებულ კერამიკას. თანამედროვე სტომატოლოგიაში კერამიკა გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ კბილი ფერისა და ფორმის მიხედვით, რომელიც არ განირჩევა ბუნებრივი კბილებისგან. კერამიკით რესტავრაცია არა მხოლოდ კარიესით დაზიანებული კბილების დროს გამოიყენება, არამედ ისეთი დეფექტების აღსადგენად, როგორიცაა, კბილის ფერის ცვლილება და მინანქრის ბზარები. მისი უპირატესობებია ფერის მდგრადობა, სიმყარე და ნაკლებ ცვეთადობა. ის უფრო ხანგრძილივი დროის განმავლობაში ასრულებს ფუნქციას. ასევე, მათ დასამზადებლად უფრო ნაკლები კბილის ქსოვილის პრეპარირებაა საჭირო.