ქიმიური პილინგი გაახალგაზრდავების კოსმეტოლოგიური პროცედურაა კანის ზედაპირულ, საშუალო და ღრმა ფენებზე სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებით. ყველაზე ხშირად ქიმიური პილინგისათვის გამოიყენება, ორგანული მჟავები. სწორად ჩატარებული პროცედურა ახდენს კანის მკვდარი უჯრედების თანაბარ ექსფოლიაციას, ანუ აქერცვლას. პილინგის მეშვეობით ხდება კანის რეგენერაციის ბუნებრივი პროცესის გაშვება, რის შედეგადაც ვღებულობთ კანის განახლებასა და გაახალგაზრდავებას.
ქიმიური პილინგი სხვა უოპერაციო პროცედურებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდად ითვლება. იგი გამოირჩევა მაღალეფექტურობით, საშუალებას იძლევა მოკლე ვადებში მიღებულ იქნას გაახალგაზრდავების სასურველი შედეგი და ხანმოკლე რეაბილიტაციის პერიოდი აქვს.
ქიმიური პილინგი ისეთ ესთეტიური პრობლემებს აგვარებს, როგორებიცაა კანის ჰიპერპიგმენტაცია, ნაოჭები, ელასტიურობის დაკარგვა, აკნეს და ნაწიბურების მკურნალობა, დამწვრობის შემდგომი ნაწიბურები და სხვა. პილინგი აუმჯობესებს სახის კანის ფერს , ასწორებს ნაოჭებსა და რელიეფს.