მეზოთერაპია არის კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მკურნალობის მეთოდი. პროცედურა არის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება.
პროცედურის დროს კანის ზედაპირულ შრეში შეჰყავთ ცალკეული პრეპარატები ან სპეციალური კოქტეილი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს , მინერალებს, ამინომჟავას, ანტიოქსიდანტს. ინექციის შეყვანის შედეგად იზრდება სისხლის მიმოქცევა, ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა.
პროცედურა შესაძლებელია გაკეთდეს მიდამოებში:
- სახე
- ყელი
- დეკოლტე
- ხელები
მეზოთერაპია არ საჭიროებს ანესთეზიას. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.