All fields are required.

Close Appointment form

ბიოეპილაცია

ბიოეპილაცია ჭარბი თმის მოცილების ყველაზე გავრცელებული მეთოდია , რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კანის დიდი ნაწილის სწრაფი და დაუზიანებლი დამუშავება. ამ პროცედურისთვის გამოიყენება ნატურალურ ფისს, რომელიც არ აღიზიანებს კანს და არ იწვევს ალერგიულ რეაქციას. პროცედურის შემდეგ კანი რჩება გლუვი და ნაზი. ფისი თმასთან ერთად ეპითელიუმს გარქოვანებულ ნაწილებსაც აცილებს, რაც შესანიშნავად ცვლის პილინგს. კლასიკური ბიოეპილაცია ხელით, დამატებითი საშუალებების გარეშე სრულდება. ეპილაციის შემდგომ კანის მოსავლელად მრავალი საშუალება არსებობს. ასეთებია, უპირველეს ყოვლისა, თმის ზრდის ინჰიბიტორები, რომლებიც გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს, თმას ასუსტებს და მის ზრდას ანელებს. ამ პრეპარატებს საფუძვლად ნატურალური მცენარეული ექსტრაქტები უდევს. სასურველია, ისინი ეპილაციის დასრულებისთანავე წაისვათ, რათა აქტიურმა ნივთიერებებმა დაუბრკოლებლად შეაღწიონ თმის არხში და ზემოქმედება მოახდინონ ბოლქვზე. რა თქმა უნდა, ამ გზით თმის ზრდას მთლიანად ვერ შეაჩერებთ, მაგრამ ეპილაციის ჩატარება უფრო იშვიათად მოგიწევთ. ერთადერთი ადგილი, სადაც საეპილაციო ფისის მოხვედრას უნდა ერიდოთ, არის სახე.