All fields are required.

Close Appointment form

იმპლანტაცია განაკვეთის გარეშე

იმპლანტაცია განაკვეთის გარეშე
იმპლანტაცია განაკვეთის გარეშე

დენტალური იმპლანტაცია

იმპლანტაცია სტომატოლოგიურ კლინიკების ქსელ დენსში უკვე 25 წელია წარმატებით კეთდება. 2017 წელს კი დაინერგა უახლესი სტანდარტი, ციფრული დაგეგმარების საშაულებით, იმპლანტების ჩასმა განაკვეთის გარეშე.

კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების შემდეგ ხდება პირის ღრუს დასკანერება და ამ ორი მონაცემის გაერთიანება. შემდეგ ექიმი იმპლანტოლოგი ციფრულად, ვირტუალურად სვამს იმპლანტებს სპეციალურ პროგრამაში, ხოლო 3დ ჩარხი აფორმირებს სპეციალურ მიმმართველს ანუ ,,გაიდს“ რომელის მეშვეობითაც ვსვამთ იმპლანტს პირის ღრუში.

გაიდით იმპლანტაცია საკმაოდ ამცირებს ოპერაციის ხანგრძლივობას, გამოირჩევა მაღალი სიზუსტით და დიდი კომფორტია პაციენტისათვის. ოპერაციის შემდეგ არ გვაქვს ნაკერი, ჭრილობა, შესიება ან/და დისკომფორტი.

გაიდით იმპლანტაცია სასურველია ყოველთვის, გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი შემთხვევები როდესაც საექსტრაქციოა კბილები, ჩასატარებელია ძვლოვანი პლასტიკა ან გვაქვს კრიტიკულად მცირე ძვლის მოცულობა.

Related Posts