კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს თანამედროვე კვლევებსა და მკურნალობის მეთოდებზე.
კურსანტები ესწრებოდნენ იმპლანტაციის დაგეგმარებას, კონსულტაციას და ოპერაციებს.
მსმენელებს მიეცათ საშუალება ჩაეტარებინათ დენტალური იმპლანტაცია უშუალოდ პაციენტებზე გიორგი ქოჩიაშვილის ასისტირებით.
მუშაობისას გამოიყენებოდა შვეიცარული კომპანია ,,შტრაუმანის“ მასალები.
კურსის ლექტორი
მედიცინის დოქტორი, ა.შ.შ-ს სტომატოლოგთა ასოციაციის ( ADA) წევრი, მსოფლიო სტომატოლოგთა ასოციაციის (FDI) წევრი, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის (GIA) ვიცე-პრეზიდენტი, დენსის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი ქოჩიაშვილი.