სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი “დენსი” ყველაზე ფართო ქსელია საქართველოში და საქართველოს 4 ქალაქში 7 კლინიკითაა წარმოდგენილი
ჩვენ გვეამაყება ჩვენი 12 ექიმის, რომლებმაც, რეზიდენტურის პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, კლინიკა დენსისგან მიიღეს შემოთავაზება, გააგრძელეს მუშაობა დენსში და დღეს ჩვენი წარმატებული ექიმები არიან !
- სწავლის ხანგრძლივობა – 11 თვე
თეორიული და პრაქტიკული ნაწილი – 3 თვე - დამოუკიდებელი მუშაობა – 8 თვე
- ყოველთვიური შეფასების მიხედვით, მაღალი რეიტინგის მქონე რეზიდენტები იმუშავებენ დამატებით 2 თვე
კურსი მოიცავს:
- ენდომოტორით მუშაობას ენდოდონტიაში ( vdw-ს და densply-ის ენდომოტორები. ერთფაილიანი სისტემით მუშაობა)
- ვიზიოგრაფის, ორალ-კამერის, აპექს-ლოკატორის გამოყენება
- ესთეტიკური ბჟენებით რესტავრაციების შესრულება (Esthet-x HD; ENAMEL plus HRi; Filtek Ultimate და ა.შ)
- შიდა მასტერ-კლასებზე უფასო დასწრება (მასტერ-კლასებს ჩაატარებენ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმები-სტომატოლოგები, „პრიზმა“ ჩემპიონატში გამარჯვებულები – ს. რადლინსკის სკოლა, პოლტავა / უკრაინა)
- პაროდონტოლოგიაში – თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით მკურნალობის მეთოდები; აპარტის „Florida Probe“ მუშაობის გაცნობა – შესწავლა. პაროდონტოლოგიურ ოპერაციებზე დასწრება, ასისტენტირება
- იმპლანტაციის ოპერაციებზე დასრწება, ასისტენტირება
- ექიმის ასისტენტად მუშაობის შესაძლებლობა სურვილის მიხედვით
- წარმატებული რეზიდენტებისათვის რეზიდენტურის კურსის გასვლის შემდეგ 6 თვიანი სტაჟირება კლინიკა „დენსში“
- პროფესიული მზადება ბავშვთა თერაპიულ სტომატოლოგიაში
- საუკეთესო რეზიდენტს კლინიკა შესთავაზებს სამსახურს
დამატებითი ინფორმაციისთვის / ღია კარის თარიღების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით: 0341 25 57 55 / +995 995 593 444 770 / info.dens@yahoo.com