
კერამიკული ბრეკეტი
მოუხსნელი კონსტრუქცია შედგება კბილებზე დამაგრებული ბრეკეტებისაგან, რომელშიც მაგრდება რკალი, სპეციალური რეზინის რგოლებით. ბრეკეტ-სისტემა საკმაოდ მოხერხებულია როგორც პაციენტისათვის ისე ექიმისთვის, რადგან არ უშლის ხელს მეტყველებას, არ ცვლის გემოვნებას, ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას და იდეალური სიზუსტით ასწორებს კბილებს. ამ მეთოდით კბილების გასწორება ყოველთვის იძლევა სასურველ შედეგს და თანაც მცირე დროში. კორექციაზე ვიზიტი ორთოდონტთან საჭიროა თვეში ერთხელ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ბრეკეტ-სისტემა, იმის მიხედვით თუ რა მასალისგანაა ბრეკეტი დამზადებული. ყველა მათგანი ერთნაირად კარგად ასრულებს ფუნქციას განსხვავება მხოლოდ ვიზუალურ მხარეშია. კერამიკული ბრეკეტი დამზადებულია კერამიკისაგან და ნაკლებად ჩანს საუბრისას. საკმაოდ მტკიცეა და მისაღები ესთეტიურად.
დრო: დრო: 6 თვე – 3 წელი
მასალა: Dentariumi, Forestadent