იმპლანტაცია განაკვეთის გარეშე
დენტალური იმპლანტაცია
ნიშავს დანაკლისი კბილის ადგილზე ხელოვნური კბილის ჩასმას, რომელიც იმეორებს ბუნებრივი კბილის აგებულებას და მთლიანად აღადგენს ფუნქციასა და ესთეტიკას. არარსებული ან ამოღებული კბილის ადგილზე, ყბის ძვალში ისმევა იმპლანტი, რომელიც ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას. იმპლანტი დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც ეხორცება ძვალს და ხდება ერთი მთლიანი ქსოვილი. იმპლანტებით შესაძლებელია აღდგეს როგორც ერთი კბილი, ისე ოთხი, ხუთი და ოცდათორმეტიც კი. თუმცა იმდენივე იმპლანტის ჩასმა, რამდენი კბილიც გვაკლია, ყოველთვის საჭირო არ არის. რადგან იმპლანტები უფრო მეტ ღეჭვით დატვირთვას უძლებენ და დიდხანს, ვიდრე ბუნებრივი კბილები.