All fields are required.

Close Appointment form

ხშირად დასმული შეკითხვები

გამარჯობა, ფასდაკლებებს ვაცხადებთ  დღესასწაულებზე, რომელიც გრძელდება ხშირ შემთხვევაში 2 კვირის განმავლობაში. ასევე გვაქვს საზაფხულო ფასდაკლებებიც.

როდესაც ცხადდება ფასდაკლება ინფორმაცია იდება როგორც ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და ინსტაგრამზე ასევე ჩვენს მომხმარებელს ეგზავნება ესემესების სახით.

მუდმივად გვაქვს რეზიდენტურის პროგრამა რომლის ფარგლებში 70%-იანი ფასდაკლების აქციით შეგიძლიათ ისარგებლოთ თერაპიულ განყოფილებაში. ორთოპედიულ მომსახურებაზე  50-% იანი ფასდაკლებით. კონსულტაციაზე ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დარეკოთ მითითებულ ნომრებზე. 0341 25 57 55, 599 87 68 68,  032 2 599 599.

გამარჯობა, იმპლანტი ასრულებს კბილის ფესვის ფუნქციას კბილის არ ქონის შემთხვევაში. იმპლანტი თავსდება ძვალში, დანაკლისი კბილის ადგილზე და ჩასმიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მასზე  კეთდება მუდმივი კბილი. დრო დამოკიდებულია რომელ იმპლანტზე გააკეთებთ არჩევანს.

ასევე შესაძლებელია ერთ სეანსში ამოვიღოთ  დაზიანებული კბილი, ჩავსვათ იმპლანტი მის ადგილას  და მაშინვე გავეკეთოთ მასზე დროებითი გვირგინი.

ჩვენთან შეგიძლიათ ჩაისვათ სხვადასხვა ქვეყნისმიერ წარმოებული იმპლანტი

MIS (ისრაელი), SGS (შვეიცარიაუნგრეთი) – 220 დოლარის ექვივალენტი ლარში. მისი დამაკავშირებელი ანუ აბატმენტი – 40 დოლარის ექვივალენტი ლარში

Dentium ( კორეა) – 340 დოლარის ექვივალენტი ლარში. მისი დამაკავშირებელი ანუ აბატმენტი – 80 დოლარის ექვივალენტი ლარში

Bredent ( გერმანია) – 330 დოლარის ექვივალენტი ლარში. მისი დამაკავშირებლი ანუ აბატმენტი – 80 დოლარის ექვივალენტი ლარში

Schultz ( გერმანია) – 330 დოლარის ექვივალენტი ლარში. მისი დამაკავშირებელი ანუ აბატმენტი – 80 დოლარის ექვივალენტი ლარში

Straumann SLA (შვეიცარია) – 650 ევრო ექვივალენტი ლარში. მიდი დამაკავშირებელი ანუ აბატმენტი – 250 ევრო ექვივალენტი ლარში.

Straumann SLActive (შვეიცარია) – 750 ევრო ექვივალენტი ლარში. მიდი დამაკავშირებელი ანუ აბატმენტი – 250 ევრო ექვივალენტი ლარში.

გამარჯობა , დიახ რა თქმა უნდა ვაკეთებთ რთულ ექსტრაქციებს, სტომატოლოგიურ კლინიკების ქსელ „დენსი“-ში მუშაობენ წამყვანი სპეციალისტები, როგორც ყბა-სახის ქირურგიაში, ასევე სხვა განყოფილებებში. ჩვენს ქსელში მუშაობს 5 მეცნიერებათა დოქტორი და ამდენივე დოქტორანტი.  „დენსი“-ს თითოეული ექიმი ჩართულია უწყვეტი პოსტდიპლომური განათლების პროგრამაში, მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპონიუმებში, განუწყვეტლივ იმაღლებენ კვალიფიკაციის დონეს. ჩვენთან ევრო სტანდარტით კეთება ყველა მანიპულაცია, ეს იქნება მე- 8 კბილის რთული ექსტრაქცია თუ სხვა პროცედურები.

გამარჯობა, სტომატოლოგიურ კლინიკების ქსელ „დენს“-ს იმპლანტაციაზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება გააჩნია. ჩვენს კლინიკაში იმპლანტაციაზე მუშაობენ:

გიორგი ქოჩიაშვილი, ლალი ქოჩიაშვილი და დავით ფანჩულიძე

გიორგი ქოჩიაშვილი, ექიმი-იმპლანტოლოგი.  მედიცინის დოქტორი, ა.შ.შ-ს სტომატოლოგთა ასოციაციის (ADA)-ს წევრი, მსოფლიო სტომატოლოგთა ასოციასიიც (FDI) წევრი ასევე, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის (GIA) ვიცე-პრეზიდენტი.

ლალი ქოჩიაშვილი  ექიმი პაროდონტოლოგი,   „საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტი.   ყბა-სახის ქირურგი,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი.

დავით ფანჩულიძე ყბა-სახის ქირურგი. წმ. მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილური კლინიკის ექიმი-იმპლანტოლოგი, ყბა-სახის ქირურგი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (ბაკალავრის ხარისხი)

მოგესალმებით,  რა თქმა უნდა ვეკეთებთ.  სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი „დენსი“ აღჭურვილია თანამედროვე ციფრული აპარატურით – პირის ღრუს სკანერით, ცერეკ და კად-კამ(CAD-CAM) სისტემით. რაც ზრდის ვინირების დამზადების ხარისდს და ამცირებს სამუშაო დროს.

გამარჯობა, ჩვენს კლინიკების ქსელში ყველა პროფილის ექიმთან  კონსულტაცია უფასოა.  დაგვიკავშირდით წინასწარ და შეგვატყობინეთ როდისთვის გსურთ, რომ გვეწვიოთ. ჩვენ მოვახდენთ ექიმთან შეთანხმებას, რაც დაგიზოგავთ დროს.

მოგესალმებით, ბრეის-სისტემით მკურნალობის მრავალ წლიანი გამოცდილება გვაქვს და ჩვენი კლინიკის ექიმები წამყვანი სპეციალისტები არინ საქართველოს მაშტაბით. ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ: თვითლიგირებადი ბრეკეტით, მეტალის ბრეკეტით,კერამიკული ბრეკეტით  და გამჭირვალე ბრეკეტით. მკურნალობის დრო შეადგენს  დრო: 6 თვე – 3 წელი.

ასევე შეგიძლიათ  მოსახსნელი ორთოდონტიული აპარატებითაც ისარგებლოდ.  ექიმი ორთოდონტი გირჩევთ  და გაგარკვევთ მკურნალობის დეტალებში, მობრძანდით კონსულტაციაზე. კონსულტაცია ჩვენთან უფასოა.

გამარჯობა,   აღნიშნული  მკურნალობა შესაძლებელია  როგორც კომპოზიტთ რესტავრაციისას, ასევე კერამიკული ვინირების ან გვირგვინების მეშვეობით. ჩვენი კლინიკების ქსელში გამოიყენება მაღალი ხარისხის და თანამედროვე მასალები. სრულფასოვანი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით და მობრძანდით კონსულტაციაზე. ჩვენთან კონსულტაცია უფასოა.

გამარჯობა,   კლინიკა ,,დენსის“ ფილიალები  აღჭურვილია EMS-ის Master Piezon ტექნოლოგიით, რომელსაც აქვს სისტემა   NO PAIN – ეს დამატებით კომფორტს უქმნის პაციენტს , მაგ: წმენდის დროს წყალი თბება პირის ღრუს ტემპერატურამდე, რაც ცივზე მგრძნოებიარე კბილებისათვის უმტკივნეულოს ხდის წმენდის პროცედურას.

გამარჯობა …. ,  კბილების გათეთრება შესაძლებელია 2  მეთოდით:
ლაზერული გათეთრება – ხდება 1 ვიზიტად, სტომატოლოგის სავარძელში.
ქიმიური გათეთრება – სჭირდება 5-10 დღე, საჭირებს პროცედურების სახლში ჩატარებას.

მოგესალმებით ,   ჩვენს კლინიკაში  დანერგილია სტერილიზაციის უახლესი სტანდარტი. მომსახურების დროს 100%-ით დაცულია როგორც პაციენტი, ისე სამედიცინო მედპერსონალი. ინსტრუმენტები რითაც ხდება პაციენტის მომსახურება, დახუფულ სტერილურ პაკეტებში. პაკეტი იხსნება მხოლოდ პაციენტის თვალწინ.ნერწყვის გამწოვები, შპრიცები, პირის დამცავი ბადეები ეს ყველაფერი ერთჯერადად იცვლება ყოველ პაციენტზე.  ყოველი ახალი პაციენტის მიღების წინ, სადეზინფექციო ხსნარეით მუშავდება ბორმანქანის სა სავარძლის ზედაპირები. თვითონ სამედიცინო პერსონალი ექიმი, ასისტენტი აღჭურვილი არიან  დამცავი საშუალებებით: ლეტექსის ხელთათმანები, კალპაკი, დამცავი სათვალეები და სხვა.

კლინიკაში დანერგილია მოხმარებული სამედიცინო ნივთების დახარისხება და სპეციალური სამსახურის მიერ უტილიზება, რაც ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

კლინიკაში ფუნქციონირებს ინფექციების კონტროლის და ხარისხის მართვის სამსახური, რომელიც რეგულარულად ამოწმებს სტერილიზაციის ეფექტურობას და ნერგავს ინოვაციებს ამ მიმართულებით.