All fields are required.

Close Appointment form

ჩვენ შესახებ

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი “დენსი” დაარსდა 1998  წელს და დღეს საქართველოს ბაზარზე 5 ფილიალი აქვს. კლინიკას გააჩნია 20 წლიანი გამოცდილება იმპლანტაციაში, აღჭურვილია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით,  გააჩნია თავისი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სატექნიკო ლაბორატორია და კლინიკებში დანერგილია სტერილიზაციის უახლესი სტანდარტი. აღსანიშავია რომ ,,დენსს“ აქვს პაროდონტოლოგიის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელია ,,საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის“ | Geoperio
პრეზიდენტი ლალი ქოჩიაშვილი | Dr. Lali Kochiashvili

ასოციაცია არის ,,ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის“ წევრი და შესაბამისად კლინიკაში მკურნალობის ყველა სტანდარტი შეესაბამება საერთაშორისო გაიდლაინს.

დენსის მისია

თანამედროვე სტანდარტების გამოყენებით შექმნას  უსაფრთხო და ხარისხიანი მომსახურება პაციენტებისთვის.


დენსის ხედვა

საქართველოში მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების/მეთოდების  დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა პაციენტებისთის.


დენსის ფასეულობები

ბრენდისთვის მნიშვენლოვანია პაციენტის კმაყოფილების დონის გაზრდა და შენარჩუნება რომელსაც  თანამედროვე, უსაფრთხო და ხარისხიანი მომსახურებით ვაღწევთ. პროფესიონალიზმით, პაციენტების მიმართ გულისხმიერებით და თითოეული დეპარტამენტის მაქსიმალური ჩართულობით დენსი უზრუნველვყოფს ბრენდის ღირებულებებზე დაფუძნებულ მაღალ სამედიცინო მომსახურებას ქართულ ბაზარზე. დენსის უპირატესობა ბაზარზე საუკეთესო კომპეტენციის მქონე პერსონალი და ულტრათანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობაა, რაც სტომატოლოგიაში მნიშვნელოვანია.