გინგივიტი და პაროდონტიტი პირის ღრუს ანთებითი დაავადებებია, მათი მკურნალობა დიაგნოსტიკით იწყება. პაროდონტოლოგიური რუქის შედგენის შემდეგ, ისმევა დიაგნოზი და დგება მკურნალობის გეგმა. მკურნალობა მრავალფეროვანია: ღრძილქევშა წმენდა, ლაზერით მკურნალობა, ვექტორით მკურნალობა, ქირურგიული მკურნალობა, რბილი და მაგარი ქსოვილების გადანერგვა და ა.შ.
პაროდონტიტი იკურნება და შესაძლებელია კბილების შენარჩუნება მთელი ცხოვრების მანძილზე, მთავარია დროული დიაგნოსტიკა და შესაფერისი მკურნალობა. მკურნალობის ეფექტის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია მუდმივად პროფილაქტიკურ ვიზიტებზე სიარული, რომ არ მოხდეს დაავადების ხელახალი მანიფესტაცია.
კლინიკა ,,დენსში“ 5 პაროდონტოლოგი და ორი პერიოქირურგი მუშაობს, პაროდონტოლოგიის განყოფილებას კი ხელმძღვანელობს ,,საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ლალი ქოჩიაშვილი.