ძვლოვანი ქსოვილის აღდგენა (აუგმენტაცია, სინუსლიფტინგი)
კბილების დაკარგვასთან ერთად ძვლოვანი ქსოვილი განიცდის ატროფიას (განლევას). ეს ფიზიოლოგიური პროცესია. პაციენტებმა, რომლებმაც დიდი ხანია დაკარგეს კბილები თითქმის 90 % -ს აღენიშნება ძვლოვანი ქსოვილის დეფიციტი იმპლანტაციისთვის. იმისთვის რომ იმპლანტაცია იყოს წარმატებული საჭიროა გარკვეული ძვლის მოცულობა, რომლის აღდგენა შესაძლებელია ხელოვნური ძვლის დამატებით. ზედა ყბაზე საკმაოდ ხშირად ვხვდებით ჰაიმორის ფსკერის დაბალ მდებარეობას, რომლის დროსაც საჭიროა ხელოვნური ძვლის შედანა წიაღში (სინუსლიფტინგი)
კლინიკა დენსში შესაძლებელია ყველა სირთულის ძვლოვანი პლასტიკის გაკეთება. აღნიშნული ოპერაციები ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ.