All fields are required.

Close Appointment form

ენდოდონტია (არხების მკურნალობა)

არხების მკურნალობა ანუ ენდოდონტია კლინიკა ,,დენსში“ ტარდება უმაღლესი ხარისხის აპარატურითა და მასალით.

პროცესი არის:

  • უმტკივნეულო და კომფორტული პაციენტისთვის
  • სწრაფი – ენდობუნიკის გამოყენება საშუალებას გვაძლევს უმცირეს დროში დავასრულოთ მკურნალობა
  • გარანტირებული – არხების სწორად და ხარისხიანად დაჟენა დიდი ხნის მანძილზე ( 10 წელი და მეტი) უნარჩუნებს კბილებს ფუნქციას.

ენდოდონტიური მკურნალობა ხორციელდება  კარიესის, პულპიტის ( ნერვის ანთების), პერიოდონტიტის და კბილის ტრავმის ( მოტეხილობის) დროს.

ღრმა კარიესის დროს ხშირად კბილის ქსოვილები იმდენად ღრმადაა დაზიანებული, რომ კბილის არხში არსებულ ნერვამდეც კი აღწევს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია არხის მკურნალობა.

პულპიტი- კბილის ნერვის ანთებაა და ხასიათდება მწვავე, შეტევითი ხასიათის ტკივილით. ტკივილი უეცრად იწყება და გაუსაძლისია. ამ დროს აუცილებელია არხის მკურნალობა.

პერიოდონტიტი – კბილის ფესვის მწვერვალზე განვითარებული ანთებაა და ხასიათდება ყრუ ხასიათის მუდმივი ტკივილით. ტკივილი მატულობს კბილის კბილზე დაჭერისას. ამ დროსაც აუცილებელია არხის მკურნალობა.

მასალა: X smart , VDW , Reciproc system