მასაჟის ეს სახეობა მხოლოდ ლოკალური ხასიათისაა. იგი გამოიყენება ნორმალური კანის მოსავლელად. მისი მიზანია, კანი დაიცვას ნაადრევი დაბერებისგან და შეავსოს ის, რაც კოსმეტიკური საშუალებებით ვერ ხერხდება. დაიცვას კანი სხვადასხვა დაავადებისგან. არსებობს სამი სახის კოსმეტიკური მასაჟი: ჰიგიენური (პროფილაქტიკური), სამკურნალო და პლასტიკური. პროფილაქტიკურ მასაჟს აკეთებენ იმისთვის, რათა კანი დაიცვან დაჭკნობისგან, გამოშრობისგან და გააუმჯობესოს მისი საერთო მდგომარეობა.
სამკურნალო მასაჟი კანს აშორებს ნაოჭებს, ნაკეცებს და ზედმეტ ცხიმდაგროვებას. პლასტიკური მასაჟი განკუთვნილია ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომელთაც კანი ურბილდებათ და კარგავს ელასტიკურობას. ასეთ მასაჟს უკეთებენ ახალგაზრდებსაც, რომელთაც სახეზე ნაადრევად უჩნდებათ ნაოჭები ან ღრმა ნაკეცები. კლინიკურ–ექსპერიმენტული გამოკვლევებით დამტკიცებულია, რომ მასაჟის წარმატებით გაკეთებისთვის აუცილებელია, სწორი წარმოდგენა გვქონდეს კანის მდგომარეობასა და მასაჟის ხერხების სპეციფიკაზე. ამავე დროს, ტრავმებისა და დაავადებების შემთხვევაში, მასაჟისტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ორგანიზმში მიმდინარე პათოფიზიოლოგიური პროცესები, რათა პროცედურების დროს გაუთვალისწინებელი პრობლემები არ შეუქმნას ადამიანს.