All fields are required.

Close Appointment form

პლაზმოლიფტინგი

პლაზმოლიფტინგი უნივერსალური მეთოდია, რომელიც გულისხმობს საკუთარი სისხლისგან მიღებული, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანას კანქვეშ. კოლაგენის, ელასტინის, ჰიალურონის მჟავის სინთეზირებას და შესაბამისად, კანის სწრაფ რეგენერაციას, ალერგიული რეაქციებისა და ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.

პლაზმოლიფტინგი გამოიყენება ბევრი კოსმეტოლოგიური პრობლემის გადასაწყვეტად:

  • კანის ასაკობრივი ცვლილებების და დაბერების პროცესის სამკურნალოდ
  • კანის ფერის და ტექსტურის გასაუმჯობესებლად
  • ნაოჭების სიღრმის შესამცირებლად, კანის სიმკვრივის გასაძლიერებლად
  • ჰიპერპიგმენტაციის სამკურნალოდ
  • აკნეს და აკნეს შემდგომი პერიოდის სამკურნალოდ / პროფილაქტიკისთვის
  • მგრძნობიარე კანის სამკურნალოდ
  • ცელულიტის სამკურნალოდ / პროფილაქტიკისთვის
  • თმის ცვენის სამკურნალოდ
  • სებორეული დერმატიტის (ცხიმიანი, მშრალი) სამკურნალოდ
  • ხელის მტევნების ეფექტური გაახალგაზრდავებისათვის