კოსმეტოლოგია

კლინიკა ,,დენსის“ სილამაზის ცენტრი გთავაზობთ მაღალხარსიხიან და კვალიფიციურ კოსმეტოლოგიურ მომსახურებას. კლინიკის ექიმი-დერმატოლოგები იყენებენ გერმანული ფირმა ,,ექშტაინის“ პრეპარატებს, რომელიც მხოლოდ პროფესიული გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და საუკეთესო შედეგები აქვს. მკურნალობამდე ხდება კანის ტიპის განსაზღვრა, დიაგნოსტიკა და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის კვლევა. საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ სამკურნალო პროცედურებთან ერთად ხდება, ზოგადი დანიშნულებების გაცემა – კანის სრული გამოჯანმრთელებისათვის.

ელექტრო ეპილაცია

ჭარბი თმის მოსაცილებლად ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურია Ionto -ელექტროეპილაცია. ,,დენსში“ საშუალება გაქვთ ელექტროეპილაციის ბოლო თაობის აპარატით ისარგებლოთ. ეპილაცია უმტკივნეულოა, არ საჭიროებს ანესთეზიას, პროცედურის შემდგომ არ არის შეშუპება და სიწითლე. ეპილაციის პროცედურიდან პირდაპირ შეგიძლიათ წახვიდეთ შეხვედრაზე ან წვეულებაზე, ტონალურისა და ფერუმარილის გარეშე!

ეპილაცია ცვილით

ცვილით ეპილაცია ხდება მაღალი ხარისხის, გერმანული ,,ეკშტაინის“ ცვილით. არბილებს კანს, ანელებს თმის ამოსვლას, ათხელებს თმის ღერის სისქეს და აიშვიათებს სიხშირეს.

სახის ზედაპირული წმენდა

ზედაპირული წმენდა სასურველია ჩაიტარონ როგორც მანდილოსნებმა ისე მამაკაცებმა, ასაკის მიუხედავად. სასურველი ნიღბებისა და დასაბანი საშუალებების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, კანის ტიპის, ასაკის და სეზონის მიხედვით. მოვლილი სახის კანი, ყველა ადამიანის სავიზიტო ბარათია.

სახის ღრმა წმენდა

ღრმა წმენდისათვის გამოიყენება მხოლოდ ,,ეკშტაინის“ გერმანული შრეები. ძირითადად ფერნეტი და სხვადასხვა შედგენილობის ნიღბები. ღრმა ფორებიდან ნადებისა და მტვერის გამოტანა ხდება ქიმიური ნივთიერებებით და არა ,მექანიკური ზეწოლით. რაც ზოგავს კანს, არ აყენებს ტრავმას და აძლევს მას ჯანსაღ და სუფთა იერს მომენტალურად.

კოსმეტოლოგიის ფასები
აირჩიე შენი კოსმეტოლოგი

უკან დაბრუნება