ესთეტიკური სტომატოლოგია

ესთეტიკური სტომატოლოგია ოცდამეერთე საუკუნის სტომატოლოგიაა. გამოიყენება მაქსიმალურად ხარისხიანი და ესთეტიკურად დახვეწილი მასალები. ესთეტიკური სტომატოლოგიის მიზანია ჯანსაღი, ლამაზი ღიმილის და თეთრი მბზინვარე კბილების შექმნა.

კბილების ქიმიური გათეთრება – სახლის ფორმულა

კბილების გათეთრებამდე, ხდება პირის ღრუს დათვალიერება, კბილების არსებული ფერის დადგენა და მგრძნოებლობის განსაზღვრა. ამის შემდეგ ექიმი სტომატოლოგი ირჩევს შესაბამისი სიმძლავრის გელს და ასწავლის პაციენტს როგორ გამოიყენოს სახლში და რა ინტენსივობით. ამავდროულად მზადდება ინდივიდუალური კაპა, რომელშიც ასხავთ ჟელეს და იკეთებთ კბილებზე გასაზღვრული დროითა და სიხშირით. საშუალოდ ამ ტიპის გათეთრებას სჭირდება 2 კვირიდან 1 თვემდე. გათეთრების ბოლოს კლინიკაში ხდება მიღებული ფერის დადგენა, საწყისთან შედარება და ეფექტის განსაზღვრა. საჭიროების შემთხვევაში შეილება გაიზარდოს დოზები. გათეთრებისას შესაძლებელია აიწიოს კბილბის მგრძნობელობა ცხელსა და ცივზე, რომელსაც სტომატოლოგი არეგულირებს და გინიშნავთ სხვადასხვა მგრძნობელობის დამაქვეითებელ საშუალებებს. მიღებული ეფექტი შენარჩუნდება დიდხანს თუ არ იღებთ ყავას ხშირად და არ ეწევით ინტენსიურად.

კბილების ლაზერული გათეთრება

კბილების ლაზერული გათეთრება ხდება სტომატოლოგთან ერთ ვიზიტზე. კლინიკა ,,დენსში” გამოიყენება ,, White +“ ის ლაზერული გათეთრების სიტემა. ჟელე რომელიც კბილებზე თავსდება შეიცავს ფტორს, კალციუმს და მკვდარი ზღვის მინერალებს, ეს ელემენტები აღწევენ კბილის ქსოვილებში და ამდიდრებენ მინანქარს. ლაზერის აპარატიდან გამოსხივდება ორგვარი სიგრძის ტალღა, ერთი ჟელეს ააქტიურებს და ამით ცვლის კბილის ფერს, ამტკიცებს და აჯანსაღებს მინანქრის სტრუქტურას, მეორე კი ღრძილებზე მოქმედეს, აუმჯობესებს სისხლმომარაგებას, ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს და გათეთრების შემდგომ უფრო ჯასაღად გამოიყურება ღრძილები. ლაზერულ გათეთრებას სჭირდება 30-40 წუთი . გათეთრების შემდეგ სამი დღის განმავლობაში უნდა მოერიდოთ პიგმენტური (მუქი ფერის) საკვების მიღებას, ამ შემთხვევაში დიდხანს ნარჩუნდება ეფექტი.

ვინირი – ანუ კბილის ფარდა

ვინირებმა დაამკვიდრა ე.წ. ჰოლივუდის ღიმილი – ანუ ღიმილი სადაც ყველა კბილი უნაკლოდ თეთრი და ლამაზია. ამ მეთოდით კბილების გალამაზებისას, ძალიან მცირედ მუშავდება მინანქარი 0,02 მმ-ზე და ზემოდან თავსდება ვინირი, როგორც ფარდა. ვინირი მზადდება მხოლოდ კერამიკისაგან კარკასის გარეშე. არის ძალიან თხელი და უზრუნველყოფს ფრონტალური კბილების ფორმისა და ფერის იდეალურობას. იგი ქიმიურად უკავშირდება კბილს და მისი მოხსნა ან მოტეხვა შეუძლებელია. ამ დროს კბილის ქსოვილები არ ზიანდება.

მხატვრული რესტავრაცია

მომხიბვლელი ღიმილის შესაქმნელად, ხშირად კბილების ფორმისა და ფერის გაუმჯობესებაა საჭირო. თუკი კბილების კიდეები დაზიანებულია, ან ფორმებია არათანაბარი, ან ფერია მუქი, ან კარიესითაა დაზიანებული, ან ძველი ბჟენია მოტეხილი, ან უბრალოდ კბილის კიდეები გაცვეთილი და გაუმჭვირვალეა – აუცილებელია მხატვრული რესტავრაცია, რაც საშუალებას გვაძლევს მინიმუმ 10 წლით გავიახალგაზრდავოთ ღიმილი.

სწორედ რომ მხატვრული რესტავრაციის საშუალებითაა შესაძლებელი, შრეობრივად აღდგეს კბილი და მიეცეს ისეთივე ახლად ამოსული კბილის იერი როგორიც 16-17 წლის ასაკში გქონდათ.

მხატვრული რესტავრაციისათვის სპეციალური მასალა და მუშაობის ტექნიკა გამოიყენება. ერთ სეანსში შეიძლება გაკეთდეს 1-დან-6 კბილამდე.

- მხატვრული რესტავრაციისათვის ვიყენებთ 3M Filtek supreme-ს (www.3m.com)(მწარმოებელი გერმანია) და ბოლო თაობის სპეციალუტრად მხატვრული რესტავრაციებისათვის შექმნილ ბჟენებს – ,,Esthet-X”- ს, ფირმა – Dentsply (მწარმოებელი ა.შ.შ.)(www.esthetxhd.com)

მხატვრული რესტავრაციით კბილების აღდგენისას, თავად პაციენტებსაც კი ავიწყდებათ რომელი კბილია რესტავრირებული და რომელი არა. თქვენი სტომატოლოგის გარდა კი არავის შეეპარება ეჭვი აღდგენილი კბილების ბუნებრივობაში.

გინგივოტომია

ისეთ შემთხვევაში როდესაც ღიმილისას ფართოდ ჩანს ღრძილები (,, ღრძილოვანი ღიმილი“) და კბილების გვირგვინოვანი ნაწილი მოკლეა სახის მოყვანილობასთან შედარებით, ღრძილების ლაზერით კორექციის ხარჯზებ ხდება კბილების დაგრძელება და ღიმილის ხაზის გალამაზება. ესთეტიურად ლამაზად ითვლება ღიმილი სადაც ტუჩების ქვედა კიდის ხაზი გადის ღრძილების კიდეებზე.

რეცესიის დახურვა – პლასტიკა

რეცესია არის პროცესი როდესაც ხდება ღრძილის დაწევა, ალვეოლურ ძვლოვან ქსოვილთან ერთად და კბილის ფესვების გაშიშვლება. ეს შეძლება განვითარდეს როგორც ერთი, ისე რამოდენიმე კბილის მიდამოში ერთად. რეცესიის დაფარვა შესაძლებელია მხოლოდ ქსოვილების პლასტიკით. ოპერაცია ძალიან ფაქიზია, საჭიროებს 1-2 საათს და შემდგომ სახლში ყურადღებით მოვლას, რომ როგორც დაფიქსირდება ისე შეხორცდეს ღრძილი და კვლავ არ დაუბრუნდეს პირვანდელ ფორმას. აქტიური ყურადღება საჭიროა პირველი 2 კვირის განმავლობაში. ინსტრუქციების სწორად შესრულებისას შედეგები საკმაოდ წარმატებული და მყარია. კლინიკა ,,დენსში“ პლასტიკა კეთდება ტუნელ ტექნოლოგიით, რომელიც უახლესი და ყველაზე დახვეწილი მეთოდია პლასტიკურ პირის ღრუს ქირურგიაში.

ვრცლად იხილეთ გვერდი მხატვრული რესტავრაცია