All fields are required.

Close Appointment form

დიაგნოსტიკა

პაროდონტოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების სიმძიმის და ლოკალიზაციის დიაგნოსტიკა. დიაგნოზის დასასმელად ერთადერთი უზუსტესი მეთოდი ელექტრონული ზონდირებაა, რომელიც მხლოდოდ კლინიკა ,,დენსის“ პაროდონტოლოგიურ განყოფილებაში კეთდება. ელექტრონული ზონდი ,,Florida Probe” ეხება კბილების ირგვლივ ღრძილს ყველა წერტილში და ადგენს პაროდონტოლოგიურ რუქას. პაროდონტოლოგიური რუქის მიხედვით:

  • ისმევა დიაგნოზი
  • დგება მკურნალობის გეგმა
  • ხდება მკურნალობის ეფექტურობის შეფასება და
  • მიმდინარეობს დაავადების კონტროლი მთელი სიცოცხლის მანძილზე

პაროდონტიტის დიაგნოსტიკის მხოლოდ ასეთი მიდგომაა მისაღები ევროპული და ამერიკული გაიდლაინებით, რაც კლინიკა ,,დენსში“ სრულად არის დანერგილი. დიაგნოსტიკა კლინიკა “დენსში” სრულდება უახლესი აპარატურის გამოყენებით, როგორიც არის Florida Probe. Florida probe არის ელექტრონული სისტემა , რომელიც თავად განსაზღვრავს კბილების ირგვლივ პათოლოგიური ჯიბეების სიღრმეს, აფიქსირების ღრძილებიდან სისხლდენას, ჩირქოვან გამონადენს, აფასებს მორყევის ხარისხს და ასევე დაავადების გართულების რისკებს. პროგრამა ქართულად არის გახმოვანებული და ყველა პაციენტს თავად შეუძლია მოისმინოს დიაგნოსტიკის მიმდინარეობის პროცესი.