All fields are required.

Close Appointment form

ცირკონო-ფაიფურის გვირგვინი

ცირკონის გვირგვინი მზადდება ბუნებრივი მასალით, ცირკონიუმისაგან, რომელიც სიმყარით მეტალს უტოლდება, ბუნებრივად თეთრი ფერისაა და სხივგამტარია, ანუ აქვს ბუნებრივი გამჭვირვალობა. ცირკონუმი გარედან იფარება ფაიფურით და ეძლევა საბოლოო ფორმა. ასეთი გვირგვინი პირის ღრუში პრაქტიკულად არ განირჩევა ბუნებრივი კბილისაგან, აქვს გამჭვირვალობა და ბუნებრივი იერსახე.

ცირკონო კერამიკის გვირგვინებით შესაძლებელია აღვადგინოთ, როგორც ერთეული ისე მრავლობითი დეფექტები. ცირკონო კერამიკის გვირგვინები ფიქსირდება როგორც კბილზე ისე იმპლანტზე.