All fields are required.

Close Appointment form

კბილთა აღდგენა იმპლანტებით

იმპლანტაციის საშუალებით შესაძლებელია:

  • ერთეული კბილის აღდგენა – ერთეული გვირგვინებით. გვირგვინი შესაძლებელია დამზადდეს ლითონო ფაიფურის ან ცირკონო ფაიფურის მასალით.
  • რამოდენიმე დანაკლისი კბილის აღდგენა – ხიდისებური კოსნტრუქციით. ხიდი შესაძლოა დამზადდეს ლითონო ფაიფურის ან ცირკონო ფაიფურის მასალით.
  • უკბილო ყბის აღდგენა – როგორც მოუხსნელი ანუ ხიდისებური კონსტრუქციის საშუალებით ისე, პირობითად მოსახსნელი პროთეზების საშუალებით.

რთეული კბილის აღდგენა

იმპლანტებით აღდგენილი კბილები 100%-ით აღადგენს ღეჭვით ფუქციას და ვიზუალურად არ განსხვავდება ბუნებრივი კბილისაგან. გვირგვინი იმპლანტზე ფიქსირდება აბატმენტის საშუალებით (აბატმენტი წარმოადგენს ე.წ. მაკავშირებელს იმპლანტსა და გვირგვინს შორის).

აბატმენტი შესაძლოა იყოს სტანდარტული ( ქარხნული წარმოების) ან ინდივიდუალური ( ციფრულად დამზადებული). ინდივიდუალური აბატმენტი ზუსტად იმეორებს ღრძილის ფორმას, უფრო ესთეტიკურია და ხელს უწყობს ჰიგიენის უკეთ დაცვას.

რამოდენიმე დანაკლისი კბილის აღდგენა – ხიდისებური კონსტრუქციით

იმპლანტებზე შესაძლებელია ხიდების დაფიქსირება. ხიდები იმეორებს კბილთა რკალის ფორმას და აღადგენს ღეჭვით ფუნქციას.

პირობითად მოსახსნელი პროთეზი იმპლანტებზე

მზადდება კბილების სრული არარსებობისას. კონსტრუქცია ეყრდნობა 4 იმპლანტს და სრულად აღადგენს კბილთა რკალს, ღეჭვით ფუნქციას და ესთეტიკას. იმპლანტებზე საკეტისებური სისტემით შეკავშირებული პროთეზი იძლევა მყარ და საიმედი ფიქსაციას. პერიოდულად შესაძლებელია კონსტრუქციის მოხსნა და გაწმენდა, რაც ამარტივებს ჰიგიენას. პროთეზის საკეტისებური სისტემა შედგება იმპლანტებზე გაერთიანებული მეტალისებური ბარით და პროთეზის შიგნიდან ჩაფიქსირებული ჩამკეტებისგან, რაც გამორიცხავს მყარის საკვების მიღებისას პროთეზის მოძრაობას და დისკომფორტს. არ ფარავს სასას და შესაბამისად არ თრგუნავს გემოვნებას. ჩვეულებრივ პროთეზთან შედარებით გაცილებით კომფორტულია და უკეთ აღადგენს ღეჭვით ფუნქციას.

ესთეტიკური სტომატოლოგია

ესთეტიკური სტომატოლოგიის მიზანია ჯანსაღი, ლამაზი ღიმილის და თეთრი მბზინვარე  კბილების შექმნა. ამ დროს, კბილების ფერისა და ფორმის შესაცვლელად  გამოიყენება კერამიკული ვინირები (CEREC ტექნოლოგია), ცირკონის ინდივიდუალური აბატმენტები ან/და ცირკონო კერამიკის გვრიგვინები.

კბილების სიმეტრიისათვის ხშირად მივმართავთ ღრილის კორექციას, ხოლო ღრძილოვანი ღიმილის დროს ვაკეთებთ ტუჩის პლასტიკას.

კერამიკული რესტავრაცია

კერამიკული რესტავრაცია არის კბილის ფორმის აღდგენა კერამიკული მასალებით. ზედაპირის ტიპიდან გამომდინარე შეიძლება იყოს გვირგვინის, ვინირის ან ჩანართის ფორმის (inlay, onlay, overlay).  თანამედროვე სტომატოლოგიაში კერამიკა გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ კბილი ფერისა და ფორმის მიხედვით, რომელიც არ განირჩევა ბუნებრივი კბილებისგან. კერამიკით რესტავრაცია არა მხოლოდ კარიესით დაზიანებული კბილების დროს გამოიყენება, არამედ ისეთი დეფექტების აღსადგენად, როგორიცაა, კბილის ფერის ცვლილება და მინანქრის ბზარები. მისი უპირატესობებია ფერის მდგრადობა, სიმყარე და ნაკლებ ცვეთადობა. ის უფრო ხანგრძილივი დროის განმავლობაში ასრულებს ფუნქციას.  მათ დასამზადებლად მინიმალურად მუშავდება კბილის ქსოვილი.