All fields are required.

Close Appointment form

მოსახსნელი პროთეზები

მოსახსნელი პროთეზი

მოსახსნელი პროთეზები საკმაოდ დახვეწილი და კომფორტულია. კლინიკა ,,დენსში“ დიდი არჩევანია, მასალის და კონსტრუქციების თვალსაზრისით.

მოსახსნელი პროთეზები   მზადდება კბილების სრული ან ნაწილობრივი არარსებობისას. იგი შედგება ბაზისისაგან,  ხელოვნური კბილებისაგან და  ემატება საფიქსაციო ელემენტები.ბაზისის დამზადება შესაძლებელია განსხვავებული ელასტიურობისა და დრეკადობის მქონე მასალებისაგან.

აკრილის (პლასტმასის) მოსახსნელი პროთეზი მზადდება ყველაზე მყარი მონომერული მასალისგან. პლასტმასის მოსახსნელი პროთეზი უკეთესი ფიქსაციისთვის ზედა ყბაზე მთლიანად ფარავს სასას.

ელასტიურ პროთეზებს მიეკუთვნება ახალი თაობის მასალისგან დამზადებულ ნეილონის, Acry-free-ის და  თერმოპლასტიური პროთეზები.

თერმოპლასტიური მასალისაგან შესაძლოა დამზადდეს ბიგელისებური მოსახსნელი პროთეზი. იგი მხოლოდ ნაწილობრივ რკალისებურად ფარავს სასას. თერმოპლასტიურ ბიგელისებურ კონსტრუქციას აქვს ოპტიმალური დრეკადობა და მაღალი სიმტკიცე, სიმსუბუქის წყალობით  არ აღიზიანებს ღრძილს და აქვს სტაბილური ფიქსაცია.

მოსახსნელი პროთეზი იმპლანტებზე (პირობითმოსახსნელი)  მზადდება კბილების სრული არარსებობისას. კონსტრუქცია ეყრდნობა 4 ან 6 იმპლანტს და სრულად აღადგენს კბილთა რკალს. იმპლანტებზე საკეტისებური სისტემით შეკავშირებული პროთეზი იძლევა მყარ და საიმედი ფიქსაციას. პერიოდულად შესაძლებელია კონსტრუქციის მოხსნა და გაწმენდა, რაც ამარტივებს ჰიგიენას. პროთეზის საკეტისებური სისტემა შედგება იმპლანტებზე გაერთიანებული მეტალისებური ბარით და პროთეზის შიგნიდან ჩაფიქსირებული ჩამკეტებისგან, რაც გამორიცხავს მყარის საკვების მიღებისას პროთეზის ამოვარდნას. ჩვეულებრივ პროთეზთან შედარებით გაცილებით კომფორტულია და უკეთ აღადგენს ღეჭვით ფუნქციას.