All fields are required.

Close Appointment form

მოსახსნელი აპარატი

მოსახსნელ აპარატებს მიეკუთვნება ფირფიტა,ტრეინერი,ელასტოკორექტორი,ორთ. ქუდი, კაპები-კბილთა დგომის გამოსასწორებლად, სპორტული კაპა, ცვეთის საწინააღმდეგო კაპა.

კაპებით გასწორება-ელაინერი

კაპა ეს არის გამჭვირვალე, თხელი, მოსახსნელი აპარატი. უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი. სხვადასხვა ანომალიის გასწორებისთვის საჭიროა სხვადასხვა რაოდენობის კაპა. კაპებით შესაძლოა მსუბუქი კბილთა დგომის ანომალიების გასწორება . ვიზიტებზე სიარული 2-3 კვირაში ერთხელ ხდება,საჭიროების შემთხვევაში ექიმი ცვლის კაპას და გადადის მკურნალობის შემდეგ ეტაპზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 6 თვიდან 2 წლამდე.-ეს არ შემისწორებია

ფირფიტით გასწორება

მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატი შედგება პლასტმასის ბაზისისა და რკალისგან. ფირფიტის ბაზისი პრიალა, არა ალერგიული, თხელი და ადვილად შესაგუებელია. მოხსნა-გაკეთებას პაციენტი თავად ახერხებს. ვიზიტებზე სიარული საჭიროა 2 კვირაში ერთხელ. ფირფიტამ შეიძლება გააფართოვოს ყბები ერთ,ორ ან სამ სიბრტყეში. რომელი ფირფიტის დამზადება არის საჭირო ამას ირჩევს ექიმი ინდივიდუალურად, პაციენტის თანკბილვის შემოწმების შემდეგ. ერკოდენტი- ფირფიტა რომელიც გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთჰილით ალერგიულ პაციენტებში.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია , 1 – 4 წლამდე.
დამზადების დრო : 1.5სთ.

რეტეინერი

რეტეინერი მკურნალობის შემდგომ მიღებული შედეგის დასაფიქსირებელი აპარატია. შეიძლება იყოს მოსახსნელი: კაპა-რეტეინერი, ფირფიტა-რეტეინერი , ელასტოკორექტორი ან მოუხსნელი – შინა რეტეინერი. აპარატს ირჩევს ექიმი, ჩვენებიდან გამომდინარე.

მოუხსნელი რეტეინერის ფიქსაციის დრო : 30წთ.
მოსახსნელი რეტეინერის დამზადება :1,5სთ.

სპორტული კაპა

ეს არის სქელი,დრეკადი კაპა, რომელიც შეიძლება მოთავსდეს როგორც ბრეის სისტემაზე, ასევე უბრეკეტო კბილებზე. მისი დანიშნულებაა კბილების დაცვა ზედმეტი ტრავმისგან. სასუველია გაიკეთონ ბავშვებმა და თინეიჯერებმა სპორტზე სიარულის დროს. თავსდება ერთ ყბაზე. შეიძლება იყოს გამჭვირვალეც და სხვადასხვა ფერის ან ნახატებით გაფორმებული.

დამზადების დრო : 1,5სთ