All fields are required.

Close Appointment form

ბრეის-სისტემა

მოუხსნელი კონსტრუქცია შედგება კბილებზე დამაგრებული ბრეკეტებისაგან, რომელშიც მაგრდება რკალი, სპეციალური რეზინის რგოლებით. ბრეკეტ-სისტემა საკმაოდ მოსახერხებელია როგორც პაციენტისათვის,ისე ექიმისთვის, რადგან არ უშლის ხელს მეტყველებას, არ ცვლის გემოვნებას, ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას და იდეალური სიზუსტით ასწორებს კბილებს. კორექციაზე ვიზიტი ორთოდონტთან საჭიროა თვეში ერთხელ.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ბრეკეტ-სისტემა, იმის მიხედვით თუ რა მასალისგანაა ბრეკეტი დამზადებული. ყველა მათგანის ფუნქცია ერთნაირია,განსხვავება მხოლოდ ვიზუალურ მხარეშია.  ბრეკეტ-სისტემით მკურნალობის შემდეგ აუცილებელია შედეგის დამაფიქსირებელი საშუალებების, კაპა რეტეინერის, ფირფიტა რეტეინერის,მოუხსნელი რეტეინერის ან ელასტოკორექტორის გამოყენება.

თვითლიგირებადი ბრეკეტი

თვითლიგირებადი ბრეკეტი  არ საჭიროებს ყოვლთვიურ კონსულტაციას ექიმთან. ვიზიტი შესაძლოა განხორციელდეს 4-5 თვეში ერთხელ, რც საკმაოდ კომფორტულია საზღვარგარეთ მცხოვრები პაციენტებისთის, თვითლიგირებად ბრეკეტებშიც შეიძლება, პაციენტის სურვილისამებრ დაფიქსირდეს მეტალის,ან კერამიკის.

მკურნალობის ხანგრძლივობა: 6 თვე – 3 წელი
მასალა: Ormco Damon Q, Ormco clear , H4

მეტალის ბრეკეტი

მეტალის ბრეკეტი  მეტალისგანაა დამზადებული, არ იჟანგება პირის ღრუში, გლუვი და პრიალაა.  რეზინის რგოლები იცვლება ყოველი ვიზიტისას და შეგიძლიათ ყველა ჯერზე აირჩიოთ სხვადასხვა ფერი.

დრო: 6 თვე – 3 წელი|
მასალა: dentaurum

კერამიკული ბრეკეტი

კერამიკული ბრეკეტი არის ბრეის სისტემის სახეობა , რომელიც დამზადებულია კერამიკისგან. მოყვება დაფერილი რკალები და ლიგატურები. ღიმილის დროს თითქმის შეუმჩნეველია. არის საკმაოდ მყარი და მტკიცე.ვიზიტებზე სიარული საჭიროა თვეში ერთხელ.

ფიქსაციის დრო : 40წთ -1 საათი
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, 6 თვიდან 2-3 წლამდე.
მასალა: dentaurum

გამჭვირვალე ბრეკეტი

გამჭვირვალე ბრეკეტისაფირი დამზადებულია ცირკონისაგან , აქვს გამჭვირვალობა და კბილებზე თითქმის შეუმჩნეველია.მოყვება თავისივე დაფერილი რკალები და ლიგატურები.

დრო: 6 თვე – 3 წელი
მასალა: Ormco