Style Sampler

Layout Style

Patterns for Boxed Mode

Backgrounds for Boxed Mode

All fields are required.

Close Appointment form

ორთოდონტია

ორთოდონტია სტომატოლოგიის ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. მისი საშუალებით ხდება ბუნებრივი კბილების იდეალური დგომისა და წყობის მიღწევა. ეს ხდება ბავშვობის ასაკიდან კბილების ამოსვლის კონტროლის გზით, ან უკვე ამოსული კბილების გასწორების გზით.

ბრეკეტ-სისტემები

მოუხსნელი კონსტრუქცია შედგება კბილებზე დამაგრებული ბრეკეტებისაგან, რომელშიც მაგრდება რკალი, სპეციალური რეზინის რგოლებით. ბრეკეტ-სისტემა საკმაოდ მოხერხებულია როგორც პაციენტისათვის ისე ექიმისთვის, რადგან არ უშლის ხელს მეტყველებას, არ ცვლის გემოვნებას, ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას და იდეალური სიზუსტით ასწორებს კბილებს. ამ მეთოდით კბილების გასწორება ყოველთვის იძლევა სასურველ შედეგს და თანაც მცირე დროში. კორექციაზე ვიზიტი ორთოდონტთან საჭიროა თვეში ერთხელ.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ბრეკეტ-სისტემა, იმის მიხედვით თუ რა მასალისგანაა ბრეკეტი დამზადებული. ყველა მათგანი ერთნაირად კარგად ასრულებს ფუნქციას განსხვავება მხოლოდ ვიზუალურ მხარეშია.  ბრეკეტებთან ერთად შესაძლოა საჭირო გახდებს დამატებითი სამკურნალო საშუალების, ორთოდონტიული ქუდის გამოყენება. ბრეკეტ-სისტემით მკურნალობის შემდეგ აუცილებელია შედეგის დამაფიქსირებელი საშუალებების, კაპა რეტეინერის, ფირფიტა რეტეინერისა ან მოუხსნელი რეტეინერის გამოყენება.