All fields are required.

Close Appointment form

კბილების პროფესიული წმენდა

კბილების წმენდა კლინიკა დენსში ხდება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით რომელსაც GBT (Guided Biofilm Therapy) მეთოდი ეწოდება. ეს მეთოდი 2015 წელს დაინერგა ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის მიერ და საუკეთესოა მთელს მსოფლიოში.  ამ მეთოდით წმენდისას:

  • დაცულია ღრძილი, ენა და პირის ღრუს რბილის ქსოვილები
  • 100%-ით იწმინდება კბილის ყველა ზედაპირი, მათ შორის კბილთაშორისი კონტაქტები
  • ნაკაწრებისაგან დაცულია კერამიკა, ვინირები და ბჟენები
  • უფრო სწრაფია ვიდრე წმენდის სხვა მეთოდები
  • დაცულია სარძევე კბილები ( წმედა ტარდება ბავშვებში 2 წლიდან)
  • უსაფრთხოდ და ეფექტურად წმენდს იმპლანტებს
  • ეფექტურად წმენდს ხიდებს და ბრეკეტებს

კლინიკა ,,დენსის“ ფილიალები  აღჭურვილია EMS-ის Master Piezon ტექნოლოგიით, რომელსაც აქვს სისტემა   NO PAIN – ეს დამატებით კომფორტს უქმნის პაციენტს , მაგ: წმენდის დროს წყალი თბება პირის ღრუს ტემპერატურამდე, რაც ცივზე მგრძნოებიარე კბილებისათვის უმტკივნეულოს ხდის წმენდის პროცედურას.

პირის ღრუს წმენდა ახლა ძალიან სასიამოვნო და  სასარგებლოა GBT მეთოდით.