All fields are required.

Close Appointment form

ფისურების ჰერმეტიზაცია

ახლადამოჭრილი კბილის საღეჭი ზედაპირები, რომელსაც ბევრი ღარი და ჩაღრმავება აქვს, ჯაგრისით სრულფასოვნად ვერ სუფთავდება და ამიტომ ადვილად ჩნდება კარიესი.  კბილების დაცვის მიზნით მუდმივ კბილებს ვფარავთ სპეციალური ბჟენით ( თხევადი პლომბით), რომელიც წლების განმავლობაში იცავს კბილს კარიესისაგან.

ამ მეთოდს ეწოდება ფისურების ჰერმეტიზაცია და სასურველია ჩაუტარდეს ყველა საღეჭ კბილს, ამოსვლისთანავე.

რეკომენდებული ასაკი:

  • 6 წლის ასაკში – მე-6 კბილების ჰერმეტიზაცია
  • 11-12 წლის ასაკში – მე-4 და მე-5 კბილების ჰერმეტიზაცია
  • 14 წლის ასაკში – მე-7 კბილის ჰერმეტიზაცია