All fields are required.

Close Appointment form

რემინერალიზაცია

კბილის მაგარი ქსოვილების რემინერალიზაცა ცნობილია,როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ბუნებრივი გზა კარიესის თავიდან ასაცილებლად. რემინერალიზაცია არის კბილის მინანქრის ნორმალური სტრუქტურისა და მასში მინერალების შემცველობის აღდგენის პროცესი. ის იცავს კბილებს კარიესისგან.

  • რემინერალიზაცია სასარგებლოა კარიესის საწყის სტადიაზე, როდესაც ამ დაავადების დამარცხება ჯერ კიდევ დამუშავების და ბჟენის გარეშე შეიძლება.
  • სასარგებლოა კბილების მომატებული მგრძნობელობის დასაქვეითებლად.
  • რემინერალიზაცია გათეთრების შემდეგ აუცილებელი პროცედურაა, რათა კბილებმა აღიდგინონ დაკარგული მინერალები.

კბილებს ესაჭიროება კალციუმი, ფოსფორი და ფტორი. მათი მიღება შეიძლება 2 წლიდან, რომ კბილების ჯანმრთელობას მტკიცე საფუძველი ჩავუყაროთ.  სასურველია გამოვიყენოთ კბილის პასტები, რომელიც შეიცავს მინანქრის დამცველობითი თვისებების გამაძლიერებელ ნივთიერებებს: კალციუმს, ფოსფორს, ფტორიდებს, სტრონციუმს, თუთიას და სხვ.

ეფექტურია რემინერალიზაცია, რომელიც ტარდება სპეციალური კაპებისა და გელის მეშვეობით, რომელსაც ნიშნავს ბავშვთა სტომატილოგი. პროცედურები ტარდება სახლის პირობებში 1 თვის მანძილზე, პერიოდული შუალედებით.