All fields are required.

Close Appointment form

ბავშვთა პროფილაქტიკის პროგრამა

კლინიკა ,,დენი“-ში დაინერგა პროფილაქტიკის შვეიცარული სტანდარტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბავშვებს თავიდან ავაცილოთ კარიესი და პაროდონტის დაავადებები. ამ სისტემაში ჩართვა შეუძლიათ ბავშვებს და მოზარდებს 6 თვიდან 16 წლამდე.

პროგრამა გულისხმობს:

  • პირის ღრუს პირველად შემოწმებას და გაჯანსაღებას (სანირებას)
  • პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას
  • პროფილაქტიკური ვიზიტების დაგეგმვას
  • გარანტიას, რომ არ განვითარდება კარიესი ( ხოლო საჭიროების შემთხვევაში კარიესის უფასო მკურნალობას)

პროგრამის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში თითქმის 100%-ში ,  ბავშვი დაცულია კარიესისაგან. თუ კბილი მაინც დაზიანდა, მისი  მკურნალობა ხდება უფასოდ.

პროფილაქტიკის ამ სისტემით შვეიცარიაში კარიესის გავრცელება შეამცირეს 4%-მდე. კლინიკა ,,დენსი“ ქართველ პაციენტებსაც აძლევს საშუალებას ჰქონდეთ ჯანმრთელი კბილები მთელი სიცოცხლის მანძილზე.

პროფილაქტიკის პროგრამაში ჩასართავად საჭიროა ბავშვთა სტომატოლოგთან კონსულტაციაზე ვიზიტი.