All fields are required.

Close Appointment form

სტერილიზაცია

100% იანი სტერილიზაციის სტანდარტი

კლინიკა დენსში დანერგილია სტერილიზაციის უახლესი სტანდარტი. მომსახურების დროს დაცულია როგორც პაციენტი, ისე სამედიცინო მედპერსონალი.

სტერილიზაცია ხორციელდება შემდეგნაერად:

ყველა ინსტრუმენტი გადის მაღალი დონის ქიმიურ დეზინფექციას, შემდგომ იფუთება ერთჯერად პაკეტებში და სტერილდება მეხუთე თაობის ავტოკლავით. ავტოკლავირების შემდეგ შესაფუთი ქაღალდი იცვლის ფერს, რაც მარკერია 100% იანი სტერილიზაციის – საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. შესაფუთ ქაღალდზე იბეჭდება სტერილიზაციის თარიღი და საათი.

თითოეული პაციენტის თვალწინ, უშუალოდ მკურნალობამდე იხსნება სტერილური პაკეტი.

ბორმანქანის სამუშაო ზედაპირები, იატაკი და კედლები სტერილდება სადეზინფექციო ხსნარებით, თითოეული პაციენტის მიღებამდე.

მკურნალობის დროს გამოყენებული დაცვითი და საიზოლაციო მასალები ერთჯერადია და იყრება ყოველი პაციენტის მიღების შემდეგ:

  • ხელთათმანი
  • პირბადე
  • ნერწყვ-გამწოვი
  • კოფერდამი
  • რეტრაქტორი
  • ინსულინის შპრიცი
  • მონოჯექტი
  • სკალპელი

კლინიკაში დანერგილია მოხმარებული სამედიცინო ნივთების დახარისხება და სპეციალური სამსახურის მიერ უტილიზება, რაც ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

კლინიკაში ფუნქციონირებს ინფექციების კონტროლის და ხარისხის მართვის სამსახური, რომელიც რეგულარულად ამოწმებს სტერილიზაციის ეფექტურობას და ნერგავს ინოვაციებს ამ მიმართულებით.