All fields are required.

Close Appointment form

სამედიცინო ტურიზმი

იმკურნალე ხარისხიანად, დაზოგე თანხა და აღმოაჩინე საქართველო !

კლინიკა ,,დენსი“ უკვე 22  წელია მასპინძლობს პაციენტებს მთელი მსოფლიოდან. მათ შორის: ა.შ.შ., ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ნორვეგია და ა.შ.

სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტებისათვის, კლინიკაში შექმნილია განსაკუთრებული კომფორტი: დაჩქარებულ ვადებში მომსახურება, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქტის შეთავაზება ( მაგალითად Straumann dental implants, CEREC vineers, Sirona CAD/CAM crowns etc…) მრავალპროფილური მკურნალობა ( წარმატებული შედეგისათვის ხშირად აუცილებელია როგორც თერაპევტის, პაროდონტოლოგის, ჰიგიენისტის ისე ორთოპედის, ქირურგის ან ორთოდონტის ჩართვა მკურნალობის პროცესში). ასეთი მიდგომა გვაძლევს უმაღლესი ხარისხის შედეგს და კმაყოფილს ტოვებს ჩვენს პაციენტებს.

საქართველოს გარეთ მცხოვრებთათვის შესაძლებელია წინასწარი მკურნალობის გეგმის შედგენა, სადაც დაწვრილებით გავწერთ ვიზიტების რაოდენობას, მკურნალობის ხანგრძლივობას და ღირებულებას. ამ შემთხვევაში პაციენტი ზუსტად დაგეგმავს საკუთარ ვიზიტს საქართველოში.

კლინიკის თანამშრომლები გამართულად საუბრობენ ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენაზე რაც აადვილებს უცხოენოვან პაციენტებთან ურთიერთობას.

ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მარტივი, კომფორტული და ამავდროულად ხარისხიანი იყოს ჩვენი სერვისი უცხოელი პაცეინეტბისათვის.

მოგვწერეთ


ველი რომელიც აღნიშნულია * არის აუცილებელი შესავსები

ველი რომელიც აღნიშნულია * არის აუცილებელი შესავსები