Style Sampler

Layout Style

Patterns for Boxed Mode

Backgrounds for Boxed Mode

All fields are required.

Close Appointment form

დამფუძნებელი

 

IMG_1679დენსის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია გიორგი ქოჩიაშვილი – მედიცინის დოქტორი, ა.შ.შ-ს სტომატოლოგთა ასოციაციის ( ADA)  წევრი, მსოფლიო სტომატოლოგთა ასოციაციის (FDI)  წევრი, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის (GIA) ვიცე-პრეზიდენტი.

დენსის სათაო ოფისი დაარსდა 1998  წლის 23 ნოემბერს  ქ.რუსთავში.  დღეს საქართველოში წარმოდგენილია შვიდი ფილიალით და ითვლის 200-მდე თანამშრომელს. მოიცავს ორ მიმართულებას, სტომატოლოგიასა და კოსმეტოლოგიას. კლინიკურ მუშაობასთან ერთად,  მიმდინარეობს  სამედიცინო ტურიზმის განვითარება, დიპლომისშემდგომი უმაღლესი განათლების პროგრამა და  სასწავლო ტრენინგ-კურსები.

კლინიკის  მიზანია  საქართველოში მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდების მუდმივი დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობა ყველა მომხმარებლისათვის, ახალგაზრდების განათლება და პროფესიონალთა აღზრდა, მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

 

განათლება

2007 – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, ქირურგიული და ორთოპედიული პროთეზირება. თემა- ატროფიული ქვედა ყბის ამაღლება, ქირურგიული მეთოდი და შემდგომი პროთეზირება.
აკადემიური ხარისხი – მედიცინის დოქტორი
1998-1999 (აშშ) პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი ვიზიტი ბოსტონისა და ვერმონტის საუნივერსიტეტო კლინიკებში
1987-1991 თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრა (ასპირანტურა)
1985-1987 თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, ორთოპედიული სტომატოლოგია (ორდინატურა)
1985-1990 (საქართველო) თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, სტომატოლოგიის ფაკულტეტი (ბაკალავრი)

სამუშაო გამოცდილება

1997 -დღემდე  სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი დენსის დამფუძნებელი, იმპლანტოლოგი -ორთოპედი
1991-1997 ქ.რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრის პედაგოგი
1992-1999 საქართველოს სასაზღვრო ჯარების სპეც დანიშნულების ბატალიონის ექიმი – სტომატოლოგი
2012-დღემდე  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი

კონფერენციები და სემინარები

2017  (რომი, იტალია) რომის საპიენსას საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, დოქტორ ანდრია პილონის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია.
2017 (რიმინი, იტალია) დოქტორ მაურო მერლის მასტერ კლასი – იმპლანტაცია და რბილი ქსოვილების მენეჯმენტი სუპერ ესტეთიურ  ზონებში.
2017  (თბილისი, საქართველო) ამერიკული კომპანია Zimmer-ის მიერ ორგანიზებული სემინარი დენტალურ იმპლანტოლოგიაში.
2016 (კიოლნი, გერმანია) შვეიცარიული საიმპლანტაციო კომპანია STRAUMAN-ის მიერ ტრენინგი.
2016 (თბილისი, საქართველო) შვეიცარიული კომპანია  Nobel Biocare-ის სამეცნიერო კონფერენცია.
2016 (ნიუ-იორკი, ა.შ.შ.) ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია ADA-ს და მსოფლიო  სტომატოლოგთა ასოციაცია FDI-ს საერთაშორისო კონფერენცია.
2015/ 03.06-06.06 (ლონდონი, UK) ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის მე-8 ყრილობა, კონფერენცია
2015/17.07-18.07 (ბათუმი, საქართველო) საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია
2013/28.08-31.08 (სტამბოლი, თურქეთი) FDI Annual World Dental Congress
2013/06.06-09.06 (კანი, საფრანგეთი) MIS Global Conference 2013
2012/26.04-28.04 (მიუნხენი, გერმანია) Skay Meeting 2012
2011/08.07-09.07 (ბათუმი, საქართველო) საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-7 საერთაშორისო კონგრესი
2010-2012 (გერმანია, ბრემენი) BEGO-ს ფირმის სამედიცინო საიმპლანტაციო ცენტრი
MIS და ALFABIO ფირმების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონერენციები
2008-2011 (გერმანია, მიუნხენი) ფირმა Bredent -ის კლინიკური ცენტრი, საიმპლანტაციო კურსები
2009/ 28.09-02.10 (ბრემენი, გერმანია) Train the prosthetic Consultant
2005/24.08-27.08 (მონტრეალი, კანადა) FDI Annual World Dental Congress
2001-2005 (ისრაელი) თელავივის, ხალიფას და იერუსალიმის საუნივერსიტეტო ცენტრი