Style Sampler

Layout Style

Patterns for Boxed Mode

Backgrounds for Boxed Mode

All fields are required.

Close Appointment form

შვეიცარიის დენტალური აკადემია – SDA

SDA – Swiss Dental Academy

შვეიცარიის აკადემიას 30-ზე მეტი ფილიალი აქვს მსოფლიოს სხავადსხვა ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, უკრაინასა და პოლონეთშიც. კავკასიაში პირველი თბილისია, სადაც ,,საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის“ , კომპანია EMS-ის, ,,დენტალმარკეტის“ და სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი დენსის ძალისხმევით გაიხსნა SDA აკადემია.

კურსის სახელია: GBT – Guided Biofilm Therapy

,,ახალი მიდგომა პაროდონტის დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობაში“

კურსს უძღვება ,,საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, კლინიკა ,,დენსის“ პაროდონტოლოგი, თსუ-ს დოქტორანტი,  შვეიცარიული დენტალური აკადემიის ოფიციალური ტრენერი – ლალი ქოჩიაშვილი

ტრენინგი 2 დღიანია და გათვლილია ექიმი თერაპევტების, პაროდონტოლგების და ჰიგიენისტებისთვის. ( ასევე რეზიდენტებისა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის)

ტრენინგის თემებია:

  • პაროდონტიტის პროფილატიკა
  • ახალი ტექნოლოგიები პროფილაქტიკურ სტომატოლგიაში
  • იმპლანტების მოვლა და ექსპლოატაცია
  • ბავშვთა ასაკის პროფილაქტიკა

ტრენინგი მოიცავს თეორიული მასალის გაცნობას, კლინიკური კვლევების ანალიზს და პრაქტიკულ მუშაობას.

კურსის ბოლოს გაიცემა ,,შვეიცარული დენტალური აკადემიის“ უნივერსალური სერტიფიკატი.

ამ კურსით გადამზადებას ყოველწლიურად მსოფლიოში გადის 6000-მდე სტომატოლოგი, საქართველოში კურსები დაგეგმილია ყოველ მეორე თვეს, ანუ წელიწადში 6-ჯერ.

კურსზე რეგისტრაციისათვის ან/და ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 595 237 332