All fields are required.

Close Appointment form

რეზიდენტურა ორთოპედიაში

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი “დენსი” ყველაზე ფართო ქსელია საქართველოში და საქართველოს 4 ქალაქში 7 კლინიკითაა წარმოდგენილი.

“დენსი” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ბაზაა და რეზიდენტურის დამთავრების შემდგომ გაიცემა  თ.ს.ს.უ-ის დიპლომი.

  • სწავლის ხანგრძლივობა: 17 თვე

თეორიული ნაწილი 4 თვე

  • ადგილების რაოდენობა: 6 რეზიდენტი

თეორიული კურსი მოიცავს:

  • მასალათმცოდნეობა
  • მოუხსნელი პროთეზირება: მეტალოკერამიკა, ცირკონოკერამიკა, პრეს კერამიკა, ,,ცერეკ“ ტექნოლოგია.
  • იმპლანტაცია: პირდაპირი და გადავადებული დატვირთვა.
  • მოსასხნელი პროთეზირება: სრული, ნაწილობრივი, ბიგელისებური – ბიო დენტაპლასტის კონსტრუქციების დამზადება. მოსახსნელი პროთეზირება იმპლანტებზე.
  • სატექნიკო საქმე – ექიმის კომპეტენციები

პრაქტიკული კურსი მოიცავს:

  • თეორიულ სწავლებასთან ერთად იმუშავებთ ექიმ-სტომატოლოგებთან ასისტენტად, რაც დამწყებ ექიმს აძლევს მეტი კლინიკური შემთხვევის ნახვის საშუალებას და გამოცდილებას.
  • პრაქტიკული ნაწილის დაწყებისას დამოუკიდებლად მიიღებთ პაციენტებს , ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
  • რეზიდენტურაში გამოიყენება იგივე , უმაღლესი ხარისხის მასალები და მკურნალობის სტანდარტები რაც კლინიკა ,,დენსში“.
  • ყველა მასალითა და ინსტრუმენტით რეზიდენტს უზრუნველყოფს კლინიკა.
  • კლინიკა ,,დენსი“ საუკეთესო რეზიდენტებს საშუალებას აძლევს რეზიდენტურის პროგრამის დასრულების შემდეგაც გარკვეული ვადით გააგრძელონ მუშაობა.
  • სასწავლო პროგრამა დატვირთულია დამატებითი მასალებით, მაგ: პრეზენტაციები, კურსები, ტრენინგები და ა.შ.

ორთოპედიული რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელია: კახაბერ ოტიაშვილი – ექიმი-ორთოპედი

კურსის ხელმძღვანელია მედიცინის დოქტორი, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, გიორგი ქოჩიაშვილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 53 45 19, info.dens@yahoo.com