რჩევები სტომატოლოგიურ კლინიკების ქსელ “დენსი”-სგან, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონა ვირუსისგან! კლინიკა ,,დენსში” ინფექციის კონტროლის ყველა რეკომენდაცია დაცულია! გისურვებთ ჯანმრთელობას.
“დენსი”-ს სათაო ოფისი დაარსდა 1998 წლის 23 ნოემბერს. დღეს საქართველოში წარმოდგენილია ხუთი ფილიალით და ითვლის 200-მდე თანამშრომელს.
მოიცავს ორ მიმართულებას, სტომატოლოგიასა და კოსმეტოლოგიას.
ჩვენი მიზანია საქართველოში მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდების მუდმივი დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობა ყველა მომხმარებლისათვის.
სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ “დენსი”-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია გიორგი ქოჩიაშვილი – მედიცინის დოქტორი, ა.შ.შ-ს სტომატოლოგთა ასოციაციის ( ADA) წევრი, მსოფლიო სტომატოლოგთა ასოციაციის (FDI) წევრი, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის (GIA) ვიცე-პრეზიდენტი.
კლინიკას გააჩნია 20 წლიანი გამოცდილება იმპლანტაციაში. ასევე დაინერგა, სრულფასოვანი ციფრული ტექნოლოგია. რომელიც გულისხმობს კომპიუტერის, სკანერების და ჩარხების მეშვეობით კბილების დამზადებას, ღიმილის დიზაინის შექმნას, იმპლანტაციისათვის გაიდების დამზადებას და სხვა. ციფრული მეთოდით შესრულებული სამუშაოები გამოირჩევა მაღალი ხარისხით და იდეალური სიზუსტით. პაციენტებისათვის კი ეს ზრდის მომსახურების კომფორტს და ზოგავს მათ პირად დროს.
კლინიკა “დენსს” აქვს პაროდონტოლოგიის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელია “საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის” პრეზიდენტი ლალი ქოჩიაშვილი. ასოციაცია არის “ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის” წევრი და შესაბამისად კლინიკაში მკურნალობის ყველა სტანდარტი შეესაბამება საერთაშორისო გაიდლაინს და ტარდება თანამედროვე აპარატურით.
კლინიკა “დენსში” შესაძლებელია ესთეტიკურად სრულყოფილი ღიმილის ე.წ. “Holywood smile” -ის შექმნა
ჩვენი პაციენტები სარგებლობენ მთელი რიგი უპირატესობებით:
მთელ ქსელში დანერგილია სტერილიზაციის უახლესი სტანდარტი. ყველა ინსტრუმენტი გადის მაღალი დონის ქიმიურ დეზინფექციას, შემდგომ იფუთება ერთჯერად პაკეტებში და სტერილდება მეხუთე თაობის ავტოკლავით. თითოეული პაციენტის თვალწინ, უშუალოდ მკურნალობამდე იხსნება სტერილური პაკეტი.
კოსმეტოლოგიური განყოფილება მომხმარებელს თავაზობს: კანის წმენდის, სახის კოსმეტიკური მასაჟის, ქიმიური პილინგის, მეზოთერაპიის, პლაზმოლიფტინგის, ბიორევიტალიზაციის, ბიო და ელექტრო ეპილაციის, წარბების კორექციის პროცედურებს, ასევე ფილერის გამოყენებას.
სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ “დენსი”-ს გააჩნია თავისი სატექნიკო ლაბორატორია, უახლესი აპარატურით. რაც განაპირობებს სრულფასოვანი და მაღალხარისხიანი სატექნიკო სამუშაოების დამზადებას უმოკლეს დროში.